კულება ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ: "ჩვენ გვჭირდება მკაფიო სამართლებრივი დადასტურება, რომ უკრაინა არის ევროინტეგრაციის პროექტის ნაწილი"
30/05/2022 16:27:12 მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, კიევი დაიღალა ევროკავშირში ინტეგრაციისთვის „სპეციალური გადაწყვეტილების" მოსმენით. ამის შესახებ მან ფრანგ კოლეგა კეტრინ კოლონასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ გვჭირდება მკაფიო სამართლებრივი დადასტურება, რომ უკრაინა არის ევროინტეგრაციის პროექტის ნაწილი და ასეთი დადასტურება იქნება კანდიდატის სტატუსის მინიჭება", – განაცხადა კულებამ.


