Accentnews.ge
"მოვდივარ და ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს"

"მოვდივარ და ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს"

30/05/2022 16:15:45 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი კვლავ სუსტად არის და საკვებს ვერ იღებს

"იმედი აქვს, რომ ხვალ მაინც შემოვლენ კონსილიუმის წევრები. იმედია, ხვალ შედგება ეს შეხვედრა. სისუსტე და საკვების მიუღებლობა გრძელდება. აქ, არავის მიმართ არ მაქვს პრეტენზია. როგორც ჩანს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მოვდივარ და ვუყურებ ჩემი შვილის დაანონსებულ სიკვდილს. როგორც ჩანს, ყველა კვლევა არ ჩაუტარდა", - აღნიშნავს ალასანია.

მიხეილ სააკაშვილი 12 მაისიდან კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება, სადაც შესვლის უფლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, ამ დრომდე არ ეძლევათ დამოუკიდებელ ექსპერტებს. ოჯახი და გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ.

კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გაავრცელა განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღნიშნავს, რომ საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დამძიმებულა, ლაბორატორიული მონაცემები კი სტაბილურ დინამიკას აჩვენებს.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გამორიცხულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S