რუსეთი ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ხვალიდან შეწყვეტს
30/05/2022 16:00:10 მსოფლიო
რუსეთი 31 მაისიდან, ნიდერლანდებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას შეწყვეტს.
რუსეთმა ბუნებრივი აირის ნიდერლანდებისთვის მიწოდების შეწყვეტა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ნიდერლანდების მთავრობის მიერ მხარდაჭერილმა GasTerra-მ "გაზპრომისთვის" რუბლებში გადახდაზე უარი განაცხადა.
რუსეთმა ბუნებრივი აირის მიწოდება 3 ქვეყანას, პოლონეთს, ფინეთსა და ბულგარეთს უკვე შეუწყვიტა.


