Accentnews.ge
ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს

ერდოღანმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს

30/05/2022 15:06:14 მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრისას უკრაინისა და სირიის საკითხები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ქვეყნების ლიდერებმა ორმხრივი ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს, ასევე რეგიონული პროცესები რუსეთ-უკრაინის ომზე აქცენტით.

თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ აუცილებელია ნაბიჯების გადადგმა რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მშვიდობის რაც შეიძლება მალე აღდგენის მიმართულებით. ერდოღანმა პუტინთან საუბარში მზადყოფნა გამოთქვა, მონაწილეობა მიიღოს სტამბოლში რუსეთის, უკრაინისა და გაერო-ს შეხვედრის ორგანიზების მიმართულებით და მხარეების მხრიდან ამ ინიციატივის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა.

პრეზიდენტმა ერდოღანმა სირიაში არსებულ ვითარებაზე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ "თურქეთთან მოსაზღვრე სირიის რეგიონების ტერორისტებისგან გაწმენდის მოთხოვნა ცალკე პუნქტად იქნა შეტანილი 2019 წლის ოქტომბრის შეთანხმებაში, საკითხი კვლავ ღიად რჩება".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S