Accentnews.ge
"უკრაინისთვის დამატებითი 155 კალიბრის საარტილერიო სისტემებით მიწოდების აუცილებლობა კვლავ აქტუალურია"

"უკრაინისთვის დამატებითი 155 კალიბრის საარტილერიო სისტემებით მიწოდების აუცილებლობა კვლავ აქტუალურია"

30/05/2022 14:45:28 მსოფლიო

"უკრაინისთვის დამატებითი 155 კალიბრის საარტილერიო სისტემებით მიწოდების აუცილებლობა კვლავ აქტუალურია", – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ თავის ფრანგ კოლეგასთან კატრინ კოლონასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა, ფრანგ კოლეგას უკრაინის დახმარების გამო.

"დონბასში ბრძოლაში მოსაგებად, საარტილერიო პოტენციალი საგრძნობლად უნდა გავაძლიეროთ, ამიტომ დღეს ეს საკითხი ჩემს კოლეგასთან ერთად განვიხილეთ“, - განაცხადა კულებამ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S