Accentnews.ge
ლუგანსკში ოკუპანტების თავდასხმას ფრანგი ჟურნალისტი ემსხვერპლა - გაიდაი

ლუგანსკში ოკუპანტების თავდასხმას ფრანგი ჟურნალისტი ემსხვერპლა - გაიდაი

30/05/2022 14:20:11 მსოფლიო

ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, რეგიონიდან ევაკუაცია შეწყდა, რადგან რუსებმა მანქანას, რომლითაც 10 ადამიანი გასვლას აპირებდა, ცეცხლი გაუხსნეს.

მისივე განცხადებით, დაიღუპა ფრანგი ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკი.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ.

რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S