Accentnews.ge
"ადრე თუ გვიან, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კონსესუსს მიაღწევს"

"ადრე თუ გვიან, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კონსესუსს მიაღწევს"

30/05/2022 14:15:23 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ "ადრე თუ გვიან, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოზე კონსესუსს მიაღწევს".

„ყველაფერი რაც მესმის, ისე ჟღერს, რომ კონსესუსი შესაძლებელი იქნება. ადრე თუ გვიან, ეს იქნება“, - განაცხადა შოლცმა.

ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".

ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.

სრული ემბარგოსთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S