Accentnews.ge
ევროკომისიის პრეზიდენტი - რუსული ნავთობის აკრძალვაზე:  "გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ"

ევროკომისიის პრეზიდენტი - რუსული ნავთობის აკრძალვაზე:  "გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ"

30/05/2022 13:58:15 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსული ნავთობის აკრძალვაზე ევროკავშირმა შეთანხმებას ვერ მიაღწია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს სამართლიანობა ყველას მიმართ. გამოსავალი ჯერ ვერ ვიპოვეთ. ნაკლებად მოველი, რომ ეს საკითხი მოგვარდება მომდევნო 48 საათში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მისი გადაწყვეტის შესაძლებლობა კვლავ იქნება", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".

ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.

სრული ემბარგოსთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S