Accentnews.ge
აჭარის განათლების სამინისტრომ სახვითი ხელოვნების კონკურსი ჩაატარა

აჭარის განათლების სამინისტრომ სახვითი ხელოვნების კონკურსი ჩაატარა

30/05/2022 10:27:13 საზოგადოება, რეკლამა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში ჩაატარა სახვითი ხელოვნების კონკურსი.

სახვითი ხელოვნების კონკურსის მიზანია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სახვითი ხელოვნების ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების აღმოჩენა და წახალისება.

ონკურსში მონაწილეობდა აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების V-IX კლასების 1539 მოსწავლე. კონკურსი გაიმართა ორ კატეგორიაში:

• I კატეგორია - V-VI კლასის მოსწავლეებს შორის;

• II კატეგორია - VII - IX კლასის მოსწავლეებს შორის.

დასკვნით ტურში გადავიდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 254 მოსწავლე.

საპრიზო ადგილი მოიპოვა V-VI კლასის მოსწავლეებს შორის სამმა მონაწილემ და VII - IX კლასის მოსწავლეებს შორის სამმა მონაწილემ.

იხილეთ გამარჯვებულთა სია აქ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S