
საქართველოში "ყირიმ-კონგოს" ვირუსით 65 წლის კაცი გარდაიცვალა
30/05/2022 11:28:58 საზოგადოება
საქართველოში "ყირიმ-კონგოს" ჰემორაგიული ცხელების დიაგნოზით 65 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში ცხოვრობდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ გამოიწვია.
როგორც ცნობილია, იმის გამო, რომ კაცს ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა, "ყირიმ-კონგოზე" ეჭვი ვერ მიიტანეს. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ იგი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.