Accentnews.ge
„ვიზეარი“ ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ვიზეარი“ ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

30/05/2022 11:11:16 საზოგადოება

ავიაკომპანია „ვიზეარი“ დღევანდელი ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, 30 მაისს, გაუქმდა ფრენები ქუთაისი-ბარსელონა და ბარსელონა-ქუთაისის მიმართულებით. ფრენების გაუქმების მიზეზი, თვითმფრინავის გაუთვალისწინებელი ტექნიკური ხარვეზი გახდა.

ყველა მგზავრმა ადგილზევე მიიღო საჭირო დახმარება და უფასო განთავსება. მეტი კომფორტისთვის, მგზავრებს ასევე საშუალება მიეცათ ბილეთები, სასურველ მიმართულებაზე და სასურველ ფრენაზე გადაეცვალათ“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მსგავსი გაუთვალისწინებელი შემთხვევის მიუხედავად, ყველა მგზავრმა მიიღო დროული, სწრაფი დახმარება და ზარალის კომპენსაცია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S