უკრაინა ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევაზე იუწყება
30/05/2022 11:04:43 მსოფლიო
უკრაინა ხერსონის მიმართულებით კონტრშეტევაზე იუწყება.
"ხერსონო, მოითმინე, ჩვენ ახლოს ვართ!", – წერს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი სოციალურ ქსელში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ძალებმა გაარღვიეს რუსული თავდაცვის ხაზი და კონტრშეტევა დაიწყეს.
უკრაინის ჯარები იმედოვნებენ, რომ რუსეთის მიწოდების მარშრუტებს დაბლოკავენ.
ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.
დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


