Accentnews.ge
"ვფიქრობ, ომი იქნება ხანგრძლივი, რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გაიზრდება"

"ვფიქრობ, ომი იქნება ხანგრძლივი, რუსეთის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გაიზრდება"

30/05/2022 10:00:09 მსოფლიო

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ვარაუდობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ხანგრძლივი იქნება, ამიტომ, იგი აგრესორის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს ითხოვს.

"ჩვენ უნდა გავუძლოთ. ომი იქნება ხანგრძლივი, რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები მხოლოდ გაიზრდება. ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინის უზრუნველყოფა საომარი საშუალებებით, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა განვაგრძოთ", - განაცხადა ბორელმა.

მისი თქმით, რუსული ეკონომიკა "უკვე იწყებს შეჩერებას" და მასზე შემდგომი სანქციების ზეწოლა უკრაინას საშუალებას მისცემს, მომდევნო მშვიდობიან მოლაპარაკებებზე პოზიციები გაამყაროს.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირი შეთანხმდება სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ნავთობის სრულ ემბარგოსა და Sberbank-ის SWIFT-დან გარიცხვას მოიცავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S