ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა
30/05/2022 09:41:35 მსოფლიო
ნეპალში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავი ტურისტული ქალაქ ფოხარადან აფრინდა და ქალაქ ჯომსომისკენ მიემართებოდა. ხომალდთან კავშირი აფრენიდან 15 წუთში დაიკარგა.
ავიაკომპანია Twin Otter-ის თვითმფრინავი, რომელის ბორტზეც 22 მგზავრი იმყოფებოდა, ჰიმალაის მთებში ჩამოვარდა. მაშველებმა 14 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
რა გახდა თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი ჯერ–ჯერობით უცნობია.


