Accentnews.ge
ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 79 ადამიანი ემსხვერპლა

30/05/2022 09:35:31 მსოფლიო

ბრაზილიის ჩრდილო-აღმოსავლეთში კოკისპირული წვიმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 79-მდე გაიზარდა. ათობით ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

"კვირას საღამოს 6:00 საათისთვის წვიმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 79-ს მიაღწია", - აცხადებენ პერნამბუკოს შტატის ხელმძღვანელობაში.

მისი ცნობით, მინიმუმ, 56 ადამიანი დაკარგულად ითვლება. თითქმის 4 000-მდე ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, მათ შორის ვერტმფრენია ჩართული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S