Accentnews.ge
"პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს"

"პოლონეთი მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს"

30/05/2022 06:03:45 მსოფლიო

პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას განცხადებით, ვარშავა მზადაა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტი იყოს. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სტაბილური მშვიდობისთვის აუცილებელია, უკრაინამ უსაფრთხოების გარანტია მიიღოს.

"თუკი უკრაინა გვთხოვს ჩვენ, გავხდეთ მისი უსაფრთხოების გარანტი და ამავდროულად, მშვიდობის გარანტი, როდესაც ომი დასრულდება, თუკი ეს მოხდება, თუკი მშვიდობის ასეთ პირობებზე შეთანხმება მოხდება, დიახ, პოლონეთი ამაში მონაწილეობას მიიღებს", აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S