Accentnews.ge
სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "უკრაინულმა ძალებმა კრივი- რიჰის სამხრეთით წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს"

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "უკრაინულმა ძალებმა კრივი- რიჰის სამხრეთით წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს"

30/05/2022 05:09:55 მსოფლიო

უკრაინულმა ძალებმა კრივი- რიჰის სამხრეთით წარმატებული კონტრშეტევა განახოციელეს, -ამის შესახებ კრივი- რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა.

„ჩვენმა ძალებმა გაანადგურეს 63 დამპყრობელი და მტრის 19 ერთეული ტექნიკა, მათ შორის თანამედროვე T-72 ტანკები, „გრადის“ მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემა, არტილერია, ვერტმფრენები და ერთი SU-35 ტილის თვითმფრინავი“, - აღნიშნა ვილკულმა.

მისი განცხადებით, ვითარება ფრონტის კრივი რიჰის მიმართულებით რჩება დაძაბული, მაგრამ სტაბილური და უკრაინის კონტროლის ქვეშ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S