Accentnews.ge
ზელენსკი:"ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას - ოკუპანტებს შანსი არ აქვთ, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ"

ზელენსკი:"ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას - ოკუპანტებს შანსი არ აქვთ, ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ"

30/05/2022 00:58:54 მსოფლიო

ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც დღეს ხარკოვის ოლქში, ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცები მოინახულა.

„ამ ომში ოკუპანტები ცდილობენ რაღაც შედეგს მაინც მიაღწიონ, თუმცა დიდი ხნის წინ უნდა გაეგოთ, რომ ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მიწას. მათ არ აქვთ შანსი. ჩვენ ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S