Accentnews.ge
თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია

30/05/2022 00:16:33 საზოგადოება

თბილისში, ზაჰესის ტერიტორიაზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების ადმინისტრირების მთავარი სამმართველოს უფროსმა, გიორგი გერგაულმა განუცხადა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად, დაიწვა ექვსი ტრანსფორმატორი.

„ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებული არავინ არის. ცეცხლი გაუჩნდა ჰიდროელექტროსადგურის ტრანსფორმატორებს. დაიწვა ექვსი ტრანსფორმატორი. იყო ძალიან ძლიერი ცეცხლი. ადგილზე მობილიზებული იქნა 20-მდე სახანძრო სამაშველო ჯგუფი. ერთ საათში მოხდა ხანძრის ლიკვიდირება. გამომწვევ მიზეზებს დაადგენენ შესაბამისი სამსახურები. ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი უწყება“, – განაცხადა გიორგი გერგაულმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S