Accentnews.ge
პუტინი და ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს გაზს უწყვეტად მიაწვდის

პუტინი და ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს გაზს უწყვეტად მიაწვდის

29/05/2022 17:24:18 მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთს ბუნებრივ აირს მიაწვდის და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა გაძლიერდება.

ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. მისივე ცნობით, პუტინსა და ვუჩიჩს შორის სატელეფონო დიალოგი დღეს შედგა.

“ორმხრივი ურთიერთობების ამჟამინდელი განრიგის საკითხები დეტალურად იქნა განხილული, მათ შორის ნაბიჯები ორმხრივად სარგებლიანი ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისთვის საჭირო ნაბიჯები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსეთი სერბეთისთვის ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებას განაგრძობს“ - აცხადებენ კრემლში.

ოფიციალური კრემლის ცნობით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინისა და კოსოვოს საკითხები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S