Accentnews.ge
ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ფრონტისპირა ზონაში იმყოფებოდა

ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვში ფრონტისპირა ზონაში იმყოფებოდა

29/05/2022 16:21:07 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 29 მაისს ხარკოვის რეგიონში ჩავიდა და ფრონტის ხაზზე მყოფ ქვეყნის დამცველებს გაესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ზელენსკი გაეცნო უკრაინული ქვედანაყოფების პასუხისმგებლობის ზონაში წინა ხაზზე შექმნილ ოპერატიულ ვითარებას და ქვეყნის დამცველებს სახელმწიფო ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადასცა.

ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პრეზიდენტს აცნობა, რომ ამჟამად რეგიონის ტერიტორიის 31% ოკუპირებულია, მაგრამ მანამდე უკრაინის ჯარებმა 5% გაათავისუფლეს რუსი დამპყრობლებისგან.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“.

კიევზე რუსული არმიის წარუმატებელი შეტევის შემდეგ, რუსეთმა ძირითადი ძალები გადაისროლა უკრაინის აღმოსავლეთში, "დონბასზე სრული კონტროლის დასამყარებლად".

რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S