Accentnews.ge
"თუ რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ და სრულად ვიტყვით უარს, პუტინი ფასის ზრდით ისარგებლებს"

"თუ რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ და სრულად ვიტყვით უარს, პუტინი ფასის ზრდით ისარგებლებს"

29/05/2022 07:15:36 მსოფლიო

"თუ რუსულ ნავთობზე დაუყოვნებლივ და სრულად ვიტყვით უარს, პუტინი ფასის ზრდით ისარგებლებს", - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა MSNBC-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სხვა მყიდველს იპოვის და სრული ემბარგოს შედეგად გაზრდილი ფასითაც ისარგებლებს. ამიტომ, როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირმა ბალანსი უნდა იპოვოს, რათა საკუთარი ეკონომიკა არ დააზიანოს.

"თუ დღეს სრულად ვიტყვით უარს რუსულ ნავთობზე, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, დიდი ალბათობით, შეძლებს მის გაყიდვას მსოფლიო ბაზარზე, სადაც ფასები გაიზრდება და უფრო მეტს გამოიმუშავებს", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასტა, მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის გეგმად რჩება, რუსეთის ენერგორესურზებზე ეტაპობრივად უარის თქმა, საბოლოოდ კი მისგან სრული დამოუკიდებლობა.

ცნობისთვის: ევროკავშირი ჯერ–ჯერობით ვერ ახერხებს შეთანხმებას რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი პუნქტი რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ორბანი აცხადებს, რომ ეს მისი "ქვეყნის ეკონომიკისთვის ატომური ბომბის სროლას ნიშნავს".

ევროკავშირის წინადადებაა, რომ წევრი სახელმწიფოების უმრავლესობამ რუსულ ნავთობზე უარი თქვას 2022 წლის ბოლომდე, ხოლო რუსეთიდან იმპორტზე სხვებზე მეტად დამოკიდებულმა უნგრეთმა და სლოვაკეთმა 2024 წლის ბოლომდე და ჩეხეთმა 2024 წლის შუა პერიოდიდან.

უნგრეთის მთავრობა აცხადებს, რომ 2.5 წელი არასაკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანამ რუსულ ნავთობზე დამოკიდებულება შეამციროს.

სრული ემბარგოსთვის საჭიროა ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S