Accentnews.ge
ალექსეი ნავალნი: "ბოლო წლებში იმაზე მეტი რუსი არავის არ დაუხოცავს, რაც პუტინმა დახოცა"

ალექსეი ნავალნი: "ბოლო წლებში იმაზე მეტი რუსი არავის არ დაუხოცავს, რაც პუტინმა დახოცა"

28/05/2022 11:56:26 მსოფლიო

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ალექსეი ნავალნიმ რუსეთის ხელისუფლება უკრაინელი და რუსი ხალხის დახოცვაში დაადანაშაულა.

"თქვენი სისტემა, თქვენი პუტინი და თქვენი მოხელეები ახლა რუსეთის მტრები არიან. რუსი ხალხის გამყიდველები და რუსი ხალხის მკვლელები არიან ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ამ ბოლო წლების განმავლობაში არავის არ დაუხოცავს იმაზე მეტი რუსი ხალხი, ვიდრე პუტინმა დახოცა. თქვენ ყველანი ისტორიულ მარცხს იწვნევთ იმ იდიოტურ ომში, რომელიც თქვენ და თქვენმა პუტინმა გააჩაღეთ. [...] ამჟამად თქვენი დროა. წყვდიადის მეუფება. მაგრამ თქვენი დრო ყოველთვის არ იქნება და როცა ყველანი ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებით, შეშას შეუკეთებენ თქვენი პაპები, რომლებსაც არ სურდათ, რომ ახალი ომები მოგეწყოთ 21-ე საუკუნეში“, - ციტირებს „მედიაზონა“ ნავალნის სიტყვებს.

გამოცემის ცნობით, ნავალნიმ აღნიშნულის შესახებ მის სასამართო პროცესზე განაცხადა. პოლიტიკოსი სხდომაზე ვიდეოკავშირის მეშვეობით ჩაერთო.

მიმდინარე წლის მარტში მოსკოვის ლეფორტოვოს სასამართლომ ნავალნის ჯარიმა და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა. იგი განსაკუთრებით დიდი მასშტაბის თაღლითობაში ცნეს დამნაშავედ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S