Accentnews.ge
ბრიტანული დაზვერვა – რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე სავარაუდოდ, კონტროლი დაამყარეს

ბრიტანული დაზვერვა – რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე სავარაუდოდ, კონტროლი დაამყარეს

28/05/2022 08:25:19 მსოფლიო

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ლიმანის უმეტეს ნაწილზე სავარაუდოდ, კონტროლი დაამყარეს.

მისი ცნობით, ლიმანი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რადგან მას აქვს სარკინიგზო კვანძი, რომელიც ჩრდილოეთ დონეცის მდინარეზე მნიშვნელოვან სარკინიგზო და საგზაო ხიდებს უკავშირდება.

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებით, რუსეთი შეეცდება წინსვლას უკრაინის მიერ კონტროლირებად საკვანძო ქალაქებში დონეცკის ოლქში – სლოვიანსკსა და კრამატორსკში.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S