Accentnews.ge
უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

27/05/2022 19:20:33 ევროპა

უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ დღეს განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთთან ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან "სრული დამოუკიდებლობა" გამოაცხადა.

"ჩვენ, ომთან დაკავშირებით მოსკოვის პატრიარქ კირილეს პოზიციას არ ვეთანხმებით. საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების დარღვევას - "არა კაც კლა!" და თანაგრძნობას უცხადებს ყველას, ვინც ომში დაზარალდა", - ნათქვამია საბჭოს სხდომის შემდეგ, ეკლესიის განცხადებაში, რომელიც რუსეთის აგრესიაზე იყო ფოკუსირებული, სადაც უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთისგან სრული ავტონომია გამოაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S