Accentnews.ge
„ისევ ვერ ჭამს" – გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

„ისევ ვერ ჭამს" – გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

27/05/2022 16:53:26 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ შვილი კლინიკა „ვივამედში" მოინახულა.

მან უკმაყოფილება გამოთქვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ რიგი ადამიანების დამოკიდებულების გამო.

„უკვე აღარავის აღარაფერი მჯერა. აქ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ეს ჩემი შვილი საერთოდ საიდან მოვიდა, რატომ მოვიდა და რატომ არის ამ ქვეყანაში, საერთოდ რაიმე გაუკეთებია ამ ქვეყნისთვის მავნებლობის გარდა?! არ ვიცი უკვე, აღარაფერი ვიცი. ძალიან გაბრაზებული ვარ, ძალიან ბევრზე და ძალიან ბევრ რამეზე. ძალიან ბევრი რამის გამო გაბრაზებული ვარ. იმიტომ, რომ სულ მესმის სხვათა შორის ტელევიზორიდან, გადაცემებიდან, მე კი არ ვიყავი, იცით მისი მომხრე და მე კი არ ვიყავი. თურმე არავინ არ იყო მისი მომხრე არასოდეს და არავინ არ იყო არაფრით კმაყოფილი. ყველა ნაწყენი აღმოჩნდა ამ ქვეყანაში. როგორ ხდებოდა არ ვიცი, ვერ გავიგე. ვხედავ, რომ არის სიცარიელე ირგვლივ. ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს. ასეთი ადამიანი ციხეში არ უნდა იყოს. მე ასე ვფიქრობ. სხვებმა სხვანაირად გადაწყვიტეს და ვხედავთ ამას. ვინც იღებს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებას იმან გადაწყვიტა", - თქვა გიული ალსანიამ.

ექსპრეზიდენტის დედამ ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

„რაც ზუსტად ვიცი, ჩემი თვალით ვნახე, ადამიანი ჩემს თვალწინ იხრჩობოდა და მდგომარეობიდან ძლივს გამოვიდა. არ ვიცი, იქ პულსი და წნევა როგორი იყო, არ გამიზომია ამის შესაძლებლობა არ მქონდა. იმედი გამიჩნდა, რომ ექსპერტიზა ახსენეს დაშვებული იქნება და ასე შემდეგ, ახლა ვხედავ, რომ დრო გადის და არავითარი ექსპერტიზა. სამუშაო დღეა, ველოდები რომ ვიღაცა უკვე შევიდოდა, მაგრამ რაღაც არ ჩანს. ჩანს ის, რომ ეს ადამიანი ისევ ვერ ჭამს და ისევ არის მშიერი”, - განაცხადა ალასანიამ.

მიხეილ სააკაშვილის 13-დღიანი მკურნალობისა და კვლევების ამსახველი ავადმყოფობის მრავალგვერდიანი ისტორია მის პირად ექიმსა და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის წევრებს კლინიკა „ვივამედმა“ 24 მაისს გადასცა. დადასტურებული პოლინეიროპათია;ადაპტაციური აშლილობა პროლონგირებული დეპრესიით;ეროზიული გასტრიტი;თალასემიით გამოწვეული ანემია;პრედიაბეტი– ასეთია დიაგნოზი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S