Accentnews.ge
თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება– REUTERS

თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის მოლაპარაკებებში პროგრესი შეინიშნება– REUTERS

27/05/2022 15:52:01 მსოფლიო

თურქეთის, შვედეთისა და ფინეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებებში მცირე პროგრესი შეინიშნება, – იუწყება Reuters ორ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.

შვედი და ფინელი დიპლომატები თურქეთში 25 მაისს ჩავიდნენ, რათა NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობა მოლაპარაკების გზით გადაჭრან.

"ეს არ არის იოლი პროცესი. შვედეთსა და ფინეთს, ანკარის მხარდაჭერის მოსაპოვებლად რთული ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ. მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ თარიღი არც ისე ახლოს ჩანს". - ამბობს ერთ-ერთი წყარო Reuters-თან ინტერვიუში.

მეორე წყაროს თქმით, 25 მაისს თურქ მაღალჩინოსნებსა და მათ სკანდინავიელ კოლეგებს შორის მოლაპარაკებები გულთბილ გარემოში, 5 საათს გაგრძელდა.

სხვა წყაროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების დროს არ შეიმჩნეოდა აშკარა პროგრესი, რაც აჩენს პერსპექტივას, რომ თურქეთი 29-30 ივნისს, მადრიდის სამიტზე კვლავ შეეწინააღმდეგება ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინადადებას.

დასავლელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება სამხედრო ალიანსისთვის ისტორიული გაფართოების შესაძლებლობაა.

რამდენიმე დღის წინ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანებისთვის საკუთარი პირობები გააცნო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S