Accentnews.ge
"უკრაინაში აქტიურად გამოიყენება აშშ-ის მიერ მიწოდებული М777" – პენტაგონი

"უკრაინაში აქტიურად გამოიყენება აშშ-ის მიერ მიწოდებული М777" – პენტაგონი

27/05/2022 15:19:52 ევროპა, მსოფლიო

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, შორი მოქმედების 90 ერთეული ჰაუბიცა М777 არა მხოლოდ ჩაიტანეს უკრაინაში, არამედ უკვე აქტიურად გამოიყენება საბრძოლო მოქმედებებში.

პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-მა დაამტკიცა უკრაინისათვის ამ კლასის 180 ერთეული ჰაუბიცის მიცემა და დახმარების მიწოდების პროცესი კვლავ გრძელდება.

19 მაისს შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დეტალები გამოაცხადა. სხვა საკითხებთან ერთად, ის ითვალისწინებს უკრაინისთვის 18 ერთეული 155-მილიმეტრიანი ჰაუბიცების მიწოდებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S