Accentnews.ge
რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დადგენილების პროექტი საგარეო კომიტეტმაც ჩააგდო

რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დადგენილების პროექტი საგარეო კომიტეტმაც ჩააგდო

27/09/2019 09:32:26 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე „ევროპული საქართველოს" დადგენილების პროექტს მხარი არ დაუჭირა. 

მანამდე დადგენილების პროექტი  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ჩააგდო. 

კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, „ევროპული საქართველოს" ინიციატივა სარისკოა.

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე. პრინციპულად ვემიჯნები ყველა იმ პოზიციას, რომ ასეთი რამე შეიძლება, ვინმესთვის ან რამისთვის ტესტი იყოს. არანაირ ტესტზე აქ საუბარი არ არის. ეს არის ავანტიურა. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც შეიცავს რისკებს იმისა, რომ საქართველოს კიდევ უფრო მეტი ფასის გადახდა მოუწევს რუსეთის აგრესიისთვის, ეს პრინციპულად მიუღებელია. რუსეთი აგრესორია და აგრესორმა უნდა გადაიხადოს ფასი და არა საქართველომ,"- განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, რომ “ევროპული საქართველო“ პარლამენტს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციის თაობაზე სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

დადგენილების პროექტის არსს შემდეგი სამი პუნქტი წარმოადგენს, კერძოდ:

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;

2. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შეტანა;

3. ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იხილეთ ასევე: ხულორდავა – "ევროპულ საქართველოს": „ისედაც ბეწვის ხიდზე დავდივართ...დამატებითი დაბრკოლებების შექმნა საჭირო არ არის"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S