
ლიეტუვაში უკრაინისთვის Bayraktar-ის შესაძენად ფულს აგროვებენ
27/05/2022 12:11:37 ევროპა
ლიეტუველი ჟურნალისტის ანდრიუს ტაპინასის ინიციატივით, ლიტვის მოქალაქეები აგროვებენ €5 მილიონს, რათა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საჩუქრად თურქული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატი – Bayraktar TB2 იყიდონ.
როგორც ჟურნალისტი ამბობს, მან შესაბამისი თანხმობა მიიო როგორც ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროსგან, ისე დრონების მწარმოებელი თურქული კომპანიისგან.
ტაპინასი ამბობს, რომ 2 დღეში შესაძლებელი გახდა 2 592 194 ევროს შეგროვება.
როგორც ჟურნალისტი წერს, შემოწირულობებს რიცხავენ მინისტრები, სტუდენტები, ბიზნესმენები, მასწავლებლები, იზრდება ჩარიცხვები საზღვარგარეთიდანაც.
როგორც ჟურნალისტი განმარტავს, კონკრეტულად Bayraktar-ის ტიპის დრონის ყიდვა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ლიეტუველებისთვის ეს იარაღი ლეგენდარული გახდა.