Accentnews.ge
ჯონსონი – პუტინთან მოლაპარაკებებზე: „ამ ბიჭის ნდობა არ ღირს“

ჯონსონი – პუტინთან მოლაპარაკებებზე: „ამ ბიჭის ნდობა არ ღირს“

27/05/2022 11:56:12 ევროპა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრ ბორის ჯონსონის განცხადებით, უკრაინას სჭირდება მეტი შეტევითი იარაღი, მათ შორის – მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები. ამის შესახებ მან უკრაინული მედიის ცნობით, Bloomberg–თან განაცხადა.

„პუტინი დიდი დანაკარგების ფასად აგრძელებს დონბასის განადგურებას. ის აგრძელებს თანდათანობით, ნელი, მაგრამ, ვშიშობ, რომ ხელშესახები პროგრესის მიღწევას. ამიტომ, აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ უკრაინელების სამხედრო მხარდაჭერა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, არ დაგვაწყენდეს უკრაინელების წარმოუდგენელი გმირობა, რომლებმაც რუსები კიევის კარიბჭიდან უკან გააბრუნეს“, - განაცხადა ჯონსონმა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინის და რუსეთის პოტენციურ მოლაპარაკებებზე და კრემლის ლიდერი კვლავ ნიანგს შეადარა:

"როგორ შეიძლება, საქმე დაიჭირო ნიანგთან, რომელიც შენი მარცხენა ფეხის შეჭმას ცდილობს? ამ ბიჭის ნდობა არ ღირს“.

რუსული არმია ამჟამად ინტენსიურად უტევს უკრაინის დონბასის მხარეს. რთული სიტუაციის გამო, უკრაინის ხელისუფლება პარტნიორი სახელმწიფოების, უპირველესად, აშშ-ისგან კიდევ უფრო აქტიურად ითხოვს მძიმე შეიარაღებას, მათ შორის, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და დასავლეთის სხვა სახელმწიფოები უკრაინას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევენ, თუმცა, შეიარაღების ჩამონათვალში ჯერჯერობით არ არის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები. ტელეკომპანია CNN ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია ემზადება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების სარაკეტო სისტემების გადასაცემად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S