Accentnews.ge
კიევში 34 მოტოციკლი და 5 მანქანა გაიტაცეს – დაკავებულებს შორის ქართველიცაა

კიევში 34 მოტოციკლი და 5 მანქანა გაიტაცეს – დაკავებულებს შორის ქართველიცაა

27/05/2022 09:57:47 ევროპა

უკრაინაში დააკავეს კრიმინალური ჯგუფის წევრები, რომელთაც 39 სატრანსპორტი საშუალების გატაცებას ედავებიან. დაკავებულთა შორის ხუთი უკრაინის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა.

სამართალდამცავებმა ჩხრეკისას ამოიღეს მობილური ტელეფონები, იარაღი, ჩანაწერები და დოკუმენტები. ამასთან, გამოძიების ფარგლებში ადრე მოპარული 5 მოტოციკლი და 5 მსუბუქი მანქანა აღმოაჩინეს.

როგორც უკრაინული მედია წერს, ჯგუფმა შპს „უკრსპეცპარკი“ დააყაჩაღა, რომლის ავტოსადგომზეც მანქანები დროებით შესანახად არის განთავსებული.

მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები მივიდნენ კერძო ტერიტორიაზე, დაცვას დაემუქრნენ, უკანონოდ დაეპატრონნენ მანქანებს და მოტოციკლებს. ჯამში, ბრალდებულებმა მოიპარეს 39 სატრანსპორტო საშუალება (34 მოტოციკლი და 5 მანქანა). ზარალის ოდენობა 6 500 000 გრივნაზე მეტია.

თავდამსხმელებმა მანქანები და მოტოციკლები დედაქალაქის სხვა რაიონში მდებარე ავტოფარეხებში გადაანაწილეს. გამომძიებლებმა 10 მანქანა ამოიღეს, დანარჩენის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის დგინდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S