თურქმენეთსა და ყირგიზეთში რუსული "Россия 1"–ისა და "Звезда"–ს მაუწყებლობა დაიბლოკა
27/05/2022 09:42:19 მსოფლიო
თურქმენეთმა დაბლოკა რუსული ტელეარხების "Россия 1"–ისა და "Звезда"–სმაუწყებლობა, – იუწყება „ინტერფაქსი“.
გამოცემის ცნობით, ამ ტელეარხებზე გადართვისას ჩნდება შემდეგი სახის განცხადება: „მაუწყებლობა დაბლოკილია უცხოური თანამგზავრებიდან სრულიად რუსული ტელეარხების გადაცემის შეზღუდვის გამო. ვმუშაობთ სარეზერვო მაუწყებლობის მოწყობაზე, რის შემდეგაც მაუწყებლობა სრულად აღდგება“.
სხვა რუსული არხები, მათ შორის "РенТВ", НТВ, СТС, ТНТ, ЧЕ, "Матч" აგრძელებენ მაუწყებლობას.
თურქმენეთში უცხოური სატელევიზიო არხების ყურება ხელმისაწვდომია მხოლოდ საკაბელო და IP ტელევიზიით, რომელსაც ადგილობრივი ოპერატორი უზრუნველყოფს.
ამასთან, ქვეყანაში არაოფიციალურად აკრძალულია სატელიტური ტელევიზია. რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას თანამგზავრული თეფშების ამოღება მოსთხოვეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე რუსული ტელეარხი ყირგიზეთშიც დროებით დაიბლოკა.


