Accentnews.ge
მარიუპოლის მერის მრჩეველი: "ქალაქში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს"

მარიუპოლის მერის მრჩეველი: "ქალაქში, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ადამიანის ცხედარი იპოვეს"

27/05/2022 09:37:35 მსოფლიო

მარიუპოლში, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი პეტრო ანდრიუშენკო ავრცელებს.

მისი თქმით, დაღუპულები დასაკრძალად მასობრივ სასაფლაოზე გადაასვენეს.

"კუინჯიში, ყოფილი "ოქტომბრის" ქარხნის ტერიტორიაზე 70-მდე ცხედარი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი იგივეა - ხალხი დაბომბვის შედეგად, შენობის ნანგრევებში მოყვა", - ამბობს ანდრიუშენკო.

როგორც მან აღნიშნა, დაღუპულთა იდენტიფიკაცია ჯერ–ჯერობით არ განხორციელებულა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S