Accentnews.ge
გაერო-ში ჩინეთმა და რუსეთმა ფხენიანისთვის სანქციების გაფართოებას ვეტო დაადეს

გაერო-ში ჩინეთმა და რუსეთმა ფხენიანისთვის სანქციების გაფართოებას ვეტო დაადეს

27/05/2022 08:46:47 მსოფლიო

რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო დაადეს აშშ-ის ინიციატივას ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი სანქციები დაეწესებინათ. სანქციები უკავშირდებოდა ფხენიანის მხრიდან ახალი ბალისტიკური რაკეტის გაშვებას.

უშიშროების საბჭოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩრდილოეთ კორეისთვის სანქციების დაწესების გამო საბჭოში უთანხმოებაა. დანარჩენმა 13-მა წევრმა აშშ-ს რეზოლუციას მხარი დაუჭირეს. დოკუმენტში საუბარი იყო ჩრდილოეთ კორეაში თამბაქოსა და ნავთობის ექსპორტის აკრძალვაზე.

ხმის მიცემა ჩატარდა მეორე დღეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეამ სამი რაკეტა გაუშვა, მათ შორის თავისი ყველაზე მძლავრი - კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა.

აშშ-ის ელჩმა გაეროში ლინდა თომას-გრინფილდმა კენჭისყრას "გამაცრუებელი დღე" უწოდა.

უშიშროების საბჭოში პირველი შემზღუდავი ზომები ჩრდილოეთ კორეას 2005 წელს დაუწესეს. ბოლო 16 წლის განმავლობაში გაერო–ს უშიშროების საბჭოს არაერთხელ გაუმკაცრებია სანქციები, რათა ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების შექმნის პროგრამის დაფინანსება შეწყვეტილიყო. ბოლოს საერთაშორისო სანქციები ფხენიანის წინააღმდეგ 2017 წელს გააფართოვეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S