Accentnews.ge
მედია – რუს ოლიგარქებს შესაძლოა, სანქციები მოუხსნან, თუ უკრაინის აღდგენას დააფინანსებენ

მედია – რუს ოლიგარქებს შესაძლოა, სანქციები მოუხსნან, თუ უკრაინის აღდგენას დააფინანსებენ

27/05/2022 08:25:43 მსოფლიო

დასავლეთის სახელმწიფოები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ რუსმა ოლიგარქებმა მათ წინააღმდეგ მოქმედი სანქციები გამოისყიდონ უკრაინის აღსადგენად ფულის დახარჯვის სანაცვლოდ, – იუწყება The Associated Press ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

სააგენტოს წყაროების ცნობით, გასულ კვირაში გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, კანადა და იაპონია) ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე, კანადის ფინანსთა მინისტრმა ქრისტია ფრილანდმა კოლეგებს შესთავაზა იდეა, რომ რუს ბიზნესმენებს სანქციები მოუხსნან, თუ ისინი ფინანსურ დახმარებას გაუწევენ ომით დაზარალებული უკრაინის აღდგენას.

გამოცემის განცხადებით, კანადის ფინანსთა მინისტრს ამ საკითხზე ესაუბრნენ თავად რუსი ოლიგარქები.

როგორც The Associated Press იუწყება, რუსი ოლიგარქებისთვის სანქციების შესაძლო გაუქმების საკითხის განხილვის შესახებ ინფორმირებულია უკრაინული მხარეც. როგორც სააგენტო წერს, ჯერ–ჯერობით ეს მხოლოდ იდეაა, თუმცა, დასავლელმა მოკავშირეებმა საკითხისადმი ინტერესი გამოხატეს.

უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებში მოაქციეს 30-ზე მეტი რუსი მილიარდერიც. ისინი ვეღარ ახერხებენ უცხოეთის სახელმწიფოებში ბიზნესსაქმიანობას და მრავალმილიარდიანი ქონებით სარგებლობას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S