Accentnews.ge
საქსტატი – სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 17.5% იმყოფება

საქსტატი – სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით საქართველოს მოსახლეობის 17.5% იმყოფება

27/05/2022 07:54:44 ეკონომიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მონაცემებით, ქვეყანაში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მოსახლეობის 17.5% იმყოფება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 3.8 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული.

საქსტატის ცნობით, 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0% შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 6.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 21.3% შეადგინა.

აბსოლუტური სიღარიბის დონე გულისხმობს, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე.

რაც შეეხება სოციალური უთანასწორობის დონეს, საქსტატის ცნობით, 2021 წელს ჯინის კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი შემოსავლების მიხედვით არ შეცვლილა და 0.37-იან ნიშნულზეა, ასევე არ შეცვლილა კოეფიციენტის მნიშვნელობა მთლიანი ფულადი სახსრების მიხედვით და 0.39-ს შეადგენს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S