Accentnews.ge
„მეტი ობოლი გვეყოლება!“ – დეპუტატთა ჯგუფმა პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა მოსთხოვა

„მეტი ობოლი გვეყოლება!“ – დეპუტატთა ჯგუფმა პუტინს უკრაინაში ომის შეწყვეტა მოსთხოვა

27/05/2022 07:28:12 მსოფლიო

რუსეთში პრიმორიეს პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოვიდა,– იუწყება „კომერსანტი“.

პრიმორიეს მხარის საკანონმდებლო ასამბლეის სხდომაზე „კომუნისტური პარტიის“ ფრაქციის წევრმა ლეონიდ ვასიუკევიჩმა წაიკითხა "დეპუტატების ჯგუფის" მიმართვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისადმი, რომელიც მოითხოვდა უკრაინაში ომის დასრულებას და ქვეყნის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას.

"გვესმის, რომ თუ ჩვენი ქვეყანა არ შეწყვეტს სამხედრო ოპერაციას, მაშინ ჩვენს ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ობოლი დარჩება. სამხედრო ოპერაციის იღუპებიან ან ხეიბრდებიან ახალგაზრდები, რომლებსაც მნიშვნელოვანი სარგებლობის მოტანა შეეძლოთ ჩვენი ქვეყნისთვის", - განაცხადა ვასიუკევიჩმა.

მისი თქმით, პუტინისადმი მიმართვას „კომუნისტური პარტიის“ ოთხმა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

გამოცემის ცნობით, ვასიუკევიჩის გამოსვლამ რეგიონული პარლამენტის პრეზიდიუმში "აღშფოთების ქარიშხალი გამოიწვია": გუბერნატორმა ოლეგ კოჟემიაკომ მოითხოვა დეპუტატების დარბაზიდან გაყვანა.

"ეს ქმედებები ცილს სწამებს რუსეთის არმიას და ჩვენს დამცველებს, რომლებიც ნაციზმის წინააღმდეგ იბრძვიან, მოღალატევ!", - თქვა კოჟემიაკომ.

„კომუნისტური პარტიის“ ფრაქციის ხელმძღვანელმა ანატოლი დოლგაჩოვმა აღნიშნა, რომ მისი კოლეგების გამოსვლა არაკოორდინირებული „დემარშია“, რომელიც „რუსეთის ფედერაციის „კომუნისტური პარტიის“ ღირსებას ზიანს აყენებს “.

მან პირობა დადო, რომ „შეაფასებს“ ამ ქმედებებს და "მკაცრ ზომებს" მიიღებს.

აღნიშნულ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანომ ხმის მიცემის უფლება ჩამოართვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S