სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი აკრძალა
27/05/2022 07:06:28 მსოფლიო
სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, ამ პროდუქტების სომხეთის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის საჭიროებებს ვერ აკმაყოფლებს და ეს ხდება ძირითადად იმპორტის ხარჯზე.
აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.


