Accentnews.ge
"დონბასში რუსეთის ქმედებები აშკარა გენოციდის პოლიტიკაა"

"დონბასში რუსეთის ქმედებები აშკარა გენოციდის პოლიტიკაა"

27/05/2022 06:21:33 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "დონბასში რუსეთის ქმედებები აშკარა გენოციდის პოლიტიკაა".

"დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მტერს სურს, პოპასნას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკი ფერფლად აქციოს ვოლნოვახასა და მარიუპოლის მსგავსად. რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში, დონეცსკა და ლუგანსკში ისინი კრებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილა ადგილები შეავსონ. ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, რუსეთის მიერ გატარებული აშკარა გენოციდის პოლიტიკაა", – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S