Accentnews.ge
პუტინი: "თუ დასავლეთი სანქციებს მოგვიხსნის, სასურსათო კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ"

პუტინი: "თუ დასავლეთი სანქციებს მოგვიხსნის, სასურსათო კრიზისის გადალახვაში მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ"

27/05/2022 06:19:49 მსოფლიო

რუსეთი მზად არის, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიო სასურსათო კრიზისის მოგვარებაში, თუ დასავლეთი უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს მოხსნის, - განუცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიის პრეზიდენტს მარიო დრაგის სატელეფონო საუბრისას – იტყობინება Reuters.

პუტინმა და დრაგიმ 26 მაისს განიხილეს უკრაინის ვითარება, სასურსათო კრიზისი და მისი გავლენა ღარიბ ქვეყნებზე.

პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის მარცვლეულის და სასუქის ექსპორტირებისთვის, თუ პირობები შესრულდება.

კრემლის ცნობით, პუტინმა დრაგის გააცნო გადადგმული ნაბიჯებს შესახებ, რომელმა მიზანია „ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სამოქალაქო გემებისთვის ყოველდღიური დერეფნების გახსნის ჩათვლით, აზოვის და შავი ზღვის ნავსადგურებიდან, რასაც უკრაინის მხარე ეწინააღმდეგება“.

გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ანალიტიკური კომპანიის, Gro Intelligence-ის ხელმძღვანელმა, სარა მენკერმა, განაცხადა, რომ უკრაინის პორტებში გაჩერებულია 4,5 მილიონი ტონა მარცვალი, რომელმაც შეუძლებელია მიაღწიოს მომხმარებელთან რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო. მენკერის ცნობით, მარცვლეულის არსებული მარაგი გლობალური მოხმარებისთვის საკმარისია კიდევ ათი თვის განმავლობაში. რუსეთის პრეზიდენტი მარიო დრაგის ამასთან ერთად, 26 მაისის საუბრისას, დაჰპირდა, რომ იტალიას შეუფერხებლად მიაწოდებს გაზს ხელშეკრულებებით დადგენილი ფასებით. სხვა დეტალები მათი საუბრისა არ გავრცელებულა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ომამდე რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტირებული ხორბალი მსოფლიო ვაჭრობის 30 პროცენტს შეადგენდა. უკრაინა მსოფლიოში სიმინდის მეოთხე ექსპორტიორია, ხოლო მეხუთე ადგილზეა ხორბლის წარმოებაში. შავი და აზოვის ზღვებს რუსეთის სამხედრო ხომალდები აკონტროლებენ. უკრაინამ პირველი მაისიდან დახურა თავისი ნავსადგურები ბერდიანსკში, მარიუპოლში, სკადოვსკასა და ხერსონში, სანამ ეს ტერიტორიები არ იქნება განთავისუფლებული.

„დიდი შვიდეულის“ წევრებმა განაცხადეს, რომ რუსეთი ბაზარზე შექმნილ ვითარებას „ჰიბრიდული ომის“ იარაღად იყენებს.

პროდუქტის ფასი გაიზარდა 12 პროცენტით და 1990 წლის შემდეგ სარეკორდო დონეს მიაღწია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S