Accentnews.ge
ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "რუსების დაბომბვას, 9 ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი ემსხვერპლა"

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: "რუსების დაბომბვას, 9 ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი ემსხვერპლა"

27/05/2022 06:10:04 მსოფლიო

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, რუსების მიერ ხარკოვის ოლქში დაბომბვას, 9 ადამიანი, მათ შორის 5 თვის ბავშვი ემსხვერპლა.

"დაღუპულთა შორისაა ოჯახი, რომელიც უბრალოდ ქუჩაში მიდიოდა, კაცს ხელში ეჭირა 5 თვის ბავშვი, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ბავშვის დედა მძიმედ არის დაჭრილი და ახლა საავადმყოფოშია", - განაცხადა სინეგუბოვმა.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაშავდა კიდევ 19 ადამიანი, მათ შორის 9 წლის ბავშვი.

"ამჟამად, ჩვენი შეიარაღებული ძალები მტკიცედ იკავებენ თავიანთ პოზიციებს და ხარკოვის შესაძლო აღებაზე საკითხი არ დგას", - აღნიშნა ოლქის ხელმძღვანელმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S