Accentnews.ge
"ოცნებამ" ჩემი დაჭერით დაიჭირა საკუთარი თავი და შეაყოვნა ქვეყნის ევროპული განვითარება"

"ოცნებამ" ჩემი დაჭერით დაიჭირა საკუთარი თავი და შეაყოვნა ქვეყნის ევროპული განვითარება"

26/05/2022 19:10:32 პოლიტიკა, საზოგადოება

"მთავარი არხის" დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მისი დაჭერით საკუთარი თავი დაიჭირა და საქართველოს ევროპული განვითარება შეაყოვნა". ამის შესახებ მან ტელეარხთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

"ჩემი დაჭერით მე მგონია, რომ "ოცნებამ" დაიჭირა საკუთარი თავი და სამწუხაროდ, არ დაიჭირა, მაგრამ შეაყოვნა საქართველოს ევროპული განვითარება. დახურულ საზოგადოებაში გარღვევას ახდენს არა იდეები, არამედ სუპერ იდეები. ჩვენს შემთხვევაში ეს არის სამშობლო. ასე იყო 9 აპრილს, ასე იყო 2003 წელს, 20 ივნისს და ასე იქნება ახლაც. ჩვენთვის სამშობლო - ეს არის ევროპული წიაღი. მათ ეს უკვე შეაჩერეს, მაგრამ ვერ გააჩერებენ", – განაცხადა გვარამიამ.

16 მაისს სასამართლომ გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S