Accentnews.ge
"ევროკავშირმა სწრაფად უნდა მიიღოს სანქციების მეექვსე პაკეტი და ასევე დაიწყოს მეშვიდე პაკეტზე მუშაობა"

"ევროკავშირმა სწრაფად უნდა მიიღოს სანქციების მეექვსე პაკეტი და ასევე დაიწყოს მეშვიდე პაკეტზე მუშაობა"

26/05/2022 19:03:27 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ევროკავშირმა სწრაფად უნდა მიიღოს სანქციების მეექვსე პაკეტი, რაც რუსულ ნავთობზე ემბარგოს ითვალისწინებს და ასევე დაიწყოს მეშვიდე, კიდევ უფრო ძლიერ პაკეტზე მუშაობა. ამის შესახებ მან ლატვიის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ევროპამ ლატვიას უნდა მიბაძოს და რუსულ ენერგოიარაღზე უარი საბოლოოდ თქვას.

„აუცილებელია, რომ საბოლოოდ შეთანხმდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი, მათ შორის ემბარგო ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე. ასევე საჭიროა სანქციების მეშვიდე პაკეტის მომზადება, უკრაინის წინააღმდეგ ტერორის გამო რუსეთისთვის კიდევ უფრო ძლიერი შეზღუდვებით. ლატვიის მსგავსად, მთელმა ევროპამ უნდა აკრძალოს რუსეთის ენერგოიარაღები. სრულად", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ევროკავშირის 27 სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესების წინააღმდეგია. კომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის ნავთობის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტა შესთავაზა, თუმცა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარია საჭირო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S