მედია - თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას
26/05/2022 18:20:16 მსოფლიო
თურქეთი რუსეთთან და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ბოსფორის გავლით უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფანი გახსნას, – იუწყება Reuters თურქ მაღალჩინოსნებზე დაყდნობით.
ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატო–ს წევრია, რუსეთში ის უფრო „ნეიტრალურად“ განიხილება, ვიდრე ალიანსის დასავლელი წევრები.
რუსეთმა უკრაინის ირგვლივ შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაბლოკა და უკრაინული ხორბლის გატანის შესაძლებლობას არ იძლევა. გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გარკვეული დასავლური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ, სურსათის გადამზიდავი გემებისთვის დერეფანი უზრუნველყოს.
ამავე თემაზე: მსოფლიო სასურსათო კრიზისი: მოუწევს თუ არა აშშ-ს შავ ზღვაში რუსული ფლოტის განადგურება?


