
"საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს"
26/05/2022 18:09:37 საზოგადოება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე თანამოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"ყველა ქართველს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ და ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივარს გულითადად ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, - ჩვენი მეობის, ჩვენი იდენტობის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს თარიღს. ღმერთმა გაგახაროთ და დალოცოს თითოეული თქვენგანი! ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო!",- ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილში.
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ზუსტად 104 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.