მაკრონმა ერდოღანთან საუბრისას შვედეთ–ფინეთის "არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობაზე" გაამახვილა ყურადღება
26/05/2022 14:41:03 მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი განიხილეს.
ელისეის სასახლის ინფორმაციით, მაკრონმა ერდოღანთან საუბრისას "ამ ორი ქვეყნის სუვერენული არჩევანის პატივისცემის მნიშვნელობაზე" გაამახვილა ყურადღება.
მისი ინფორმაციით, ერდოღანმა აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას.
თურქული მხარის ცნობით, ერდოღანმა მაკრონს განუცხადა, რომ "შვედეთისა და ფინეთის კონტაქტები პირებთან და ე.წ. ორგანიზაციებთან, რომლებიც ტერორისტული ორგანიზაციის კონტროლის ქვეშ არიან, ნატო–ს სულისკვეთებასთან თავსებადი არ იქნება".
ამასთან, ლიდერებმა სასურსათო უსაფრთხოების კრიზისის შესახებ საკითხები განიხილეს და ყურადღება "უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის განალების გადაუდებელ აუცილებლობაზე" გაამახვილეს.


