Accentnews.ge
ოკუპანტებმა უკრაინიდან რუსეთში  60 ტონამდე ამანათი გაგზავნეს – მედია

ოკუპანტებმა უკრაინიდან რუსეთში  60 ტონამდე ამანათი გაგზავნეს – მედია

26/05/2022 14:00:42 ევროპა, მსოფლიო

უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან სამხედრო ფორმიანმა ადამიანებმა 58 ტონა ამანათი და უპილოტო საფრენი აპარატი "Орлан" (ემსახურება რუსულ არმიას) გაგზავნეს უკრაინის საზღვრიდან რუსეთის ქალაქებში კერძო პირებისთვის განკუთვნილი კურიერული მომსახურეობის სისტემით,– ამ დასკვნამდე გამოძიებისას "მედიაზონას" ჟურნალისტები მივიდნენ.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ არა მხოლოდ გადაზიდვების ანომალიური ზრდა, რომელიც დაემთხვა ომის დაწყებას, არამედ უჩვეულო კავშირები ქალაქებს შორის, რაც ადასტურებს მოროდიორობის ვერსიას", - აღნიშნავს გამოცემა.

ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ რუსულ სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ადამიანებმა საკუთარ სახლებში გაგზავნეს სხვადასხვა ნივთები, მათ შორის სპორტული სამოსი, საბურავები, მიკროფონი, ტელევიზორი, ძეხვეული, დაკონსერვებული საკვები, გიტარა და მრავალი სხვა.

სტატისტიკაში ყველა ამანათი ვერ მოხვდა: მხოლოდ შეირჩა მსხვილი გადაზიდვები, რომლებიც საეჭვოდ მიიჩნიეს(ორი ან მეტი დიდი შეკვეთა ერთ ადგილზე ერთ დღეში). გარდა ამისა, კერძო მომსახურების პუნქტებში ვიდეოთვალთვალის სისტემებმა აჩვენა, რომ გამგზავნთა უმეტესობა სამხედრო ფორმაში ჩაცმული ადამიანები იყვნენ.

კერძოდ, ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიცაა, შესაბამისად, ჩებარკული და იურგა 2022 წლის 21 თებერვლიდან 20 მაისამდე 5,6 და 5,8 ტონა ტვირთი გაიგზავნა. სამი დიდი სამხედრო ნაწილია განლაგებული კემეროვოს რეგიონში, იურგაში (მათ შორის არის 74-ე მოტორიზებული ბრიგადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბუჩას, გოსტომელისა და ირპინის ოკუპაციაში). ხოლო ჩებარკულში, ჩელიაბინსკის რეგიონში, არის ორი სატანკო პოლკი - მე-6 და 239–ე.

გარდა ამანათებისა და მათი გადაადგილების შესახებ ღია მონაცემების თვალყურის დევნებისა, 20 აპრილიდან „მედიაზონა“ ახორციელებს რუსეთისა და ბელორუსის 13 სასაზღვრო ქალაქში, ასევე ანექსირებულ ყირიმში არსებული კერძო მომსახურეობის პუნქტების სათვალთვალო კამერების შესწავლას. ამდენად, ვიდეომ დააფიქსირა ვალუიკიდან ბელგოროდის რაიონში თვითმფრინავის მსგავსი "Орлан" –10-ის გაგზავნის მომენტი. კონკრეტულად სად გაგზავნა 2022 წლის 29 აპრილს კაპიტნის სამხრეების მქონე პირმა რუსული "Орлан" –10, უცნობია: ამ დღეს 10 კილოგრამზე მძიმე შეკვეთები გაიგზავნა ბატაისკში, ბერდსკში, ვიბორგში, ზელენოგორსკში, კიზილში, მოსკოვში, მურმანსკში, ნოვოსიბირსკში, ულან-უდეში.

ჩანაწერზე ასევე ჩანს, რომ რუსებმა ვალუიკიდან გაგზავნეს მანქანის საბურავები, გიტარა, კონსერვები, სოსისი, ტელევიზორი და სხვა.

მანამდე ვებგვერდზე motolko.help გამოქვეყნდა მასალა, რომელიც ამტკიცებდა, რომ რუსმა სამხედროებმა ერთ დღეში ორ ტონაზე მეტი ტვირთი გაგზავნეს მოზირიდან რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S