Accentnews.ge
უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენა კიდევ ორმა რუსმა ჯარისკაცმა აღიარა

უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენა კიდევ ორმა რუსმა ჯარისკაცმა აღიარა

26/05/2022 13:20:33 მსოფლიო

უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენა კიდევ ორმა რუსმა ჯარისკაცმა აღიარა.

კერძოდ, უკრაინაში, კოტელევსკას რეგიონულ სასამართლოში გამართულ პროცესზე ალექსანდრ ბობიკინმა და ალექსანდრ ივანოვმა აღიარეს მონაწილეობა იმ საარტილერიო დანაყოფში, რომელმაც რუსეთის ბელგოროდის რეგიონიდან ხარკოვს ცეცხლი გაუხსნა. პროკურორების თქმით, დაბომბვისას განადგურდა ქალაქ დერჰაჩში არსებული საგანმანათლებლო კომპლექსი, ასევე საცხოვრებელი სახლები.

„მე სრულიად დამნაშავე ვარ იმ დანაშაულებში, რომლებშიც მადანაშაულებენ. უკრაინას რუსეთიდან ვესროლეთ“, – განაცხადა ბობიკინმა სასამართლო პროცესზე.

ივანოვმა აღნიშნა, რომ ჩადენილ დანაშაულს ნანობს და სასჯელის შემსუბუქება ითხოვა.

ადვოკატი ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქებას ითხოვს და აცხადებს, რომ "ჯარისკაცები ბრძანებებს ასრულებდნენ".

პროკურორებმა კი დაკავებულებისთვის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვეს.

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 31 მაისს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინის სასამართლომ რუს ჯარისკაცს ვადიმ შიშიმარინს, რომელმაც აღიარა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოქალაქე მოკლა, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S