Accentnews.ge
"პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომში ვერ გაიმარჯვებს"

"პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომში ვერ გაიმარჯვებს"

26/05/2022 12:45:32 მსოფლიო

გერმანიის კაცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მიმდინარე ომში ვერ გაიმარჯვებს.

მისი თქმით, რუსეთმა სტრატეგიული მიზნების მიღწევაში უკვე კრახი განიცადა.

"პუტინი მშვიდობის საკითხზე სერიოზულ მოლაპარაკებებს მხოლოდ მაშინ დაიწყებს, როდესაც მიხვდება, რომ უკრაინის თავდაცვის დარღვევა არ შეუძლია. ჩვენ უნდა ვაიძულოთ პუტინი გააცნობიეროს, რომ მის მიერ არ იქნება ნაკარნახევი მშვიდობა. უკრაინა ამას არ მიიღებს", – განაცხადა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია რუსული ნავთობის გამოყენებას წლის ბოლომდე დაასრულებს.

ცნობისთვის: რუსული ძალები ამჟამად დონბასის რეგიონის აღებას ცდილობენ. რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობის“ აღიარება. პუტინს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 6,5 მილიონს გადააჭარბა.

დასავლეთის რიგი ქვეყნები უკრაინას სამხედრო დახმარებას უწევენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S